პირველი არხის ფოტოგრაფის გამოკითხვა

ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტი თამარ ყულუმბეგაშვილი გამოკითხეს.

ფოტოგრაფის ინფორმაციით, კითხვები მის მიერ გადაღებულ ფოტოებს ეხებოდა.

სამართალდამცველებს აინტერესებდათ, დაინახა თუ არა მან ჩხუბის დაწყების მომენტი.

თამარ ყულუმბეგაშვილი იმ ფოტოს ავტორია, რომელზეც დაპირისპირებისას სისხლიანი ზურაბ დათუნაშვილი ჩანს.

გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.