პირველი არხის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

14 აპრილს, 19:00 საათზე, „კავეა გალერეაში“ „ვიკინგების უკანასკნელი  ლაშქრობის“ პირველი ჩვენება გაიმართება.

ფილმი მეთერთმეტე საუკუნის ისლანდიურ საგაზე და ამ საგის მიხედვით ჩატარებულ კვლევაზე გვიამბობს. ნამუშევარში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ ვიკინგები საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ათასი წლის წინ ნამდვილად იმყოფებოდნენ.

ფილმის საეთერო პრემიერა პირველ არხზე მაისის თვეში შედგება.

დატოვე კომენტარი