პირველი არხის ახალი პროექტები

ახალი პროექტები პირველი არხის ეთერში.

დღეიდან ჩვენი საეთერო ბადე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. დღეს, 23 საათზე ეთერში გავა გადაცემა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ელოდებით. „ღამის შოუ“ იწყება. პოპულარულ იუმორისტულ გადაცემას მსახიობი ბაჩო ქაჯაია გაუძღვება. პირველი ეთერის სტუმრები კი ჩვენი კოლეგები იქნებიან.

„ღამის შოუსთან“ ერთად ყოველ ხუთშაბათს კიდევ ერთი ახალი პროექტი გელოდებათ. ეს არის „პირველი აუდიტორია“ ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელსაც გიორგი გვიმრაძე წაიყვანს. გადაცემა ეთერში უახლოეს პერიოდში გავა.

დატოვე კომენტარი