პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაცია

საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი ახალი პროექტი და აუდიტორიისთვის მიცემული უნიკალური შესაძლებლობა: დღეიდან თქვენს მობილურ ტელეფონებში შეგიძლიათ, გადმოწეროთ ჩვენი ახალი აპლიკაცია, „მობაილტივი“, ანუ ტელევიზია თქვენს მობილურში, სადაც საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები, ასევე სერიალები, დღის მნიშვნელოვანი ამბები და ტელესკოლის მასალები განთავსდება.

მობაილტივი“ საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი „ფლეილისტი“, ასევე გადმოწეროთ საყვარელი გადაცემები და ვიდეოები ოფლაინ-რეჟიმში საყურებლად. სხვადასხვა შოუს თუ სერიალის გამოწერის შემთხვევაში კი, ყველა ახალ ეპიზოდზე მიიღებთ შეტყობინებას. „მობაილტივის“ გადმოწერა როგორც „ეფსთორიდან“, ასევე „ფლეისთორიდან“ შეგიძლიათ.

დატოვე კომენტარი