პირველი არხის ახალი ისტორია  

2025 წლის 24 მარტი კიდევ ერთი ისტორიული თარიღი ხდება ქვეყნის პირველი ტელევიზიისთვის.

59 წლის შემდეგ პირველი არხი ახალი შენობიდან იწყებს მაუწყებლობას. პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარე და არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული ნაგებობა მედიის ყველა საჭიროებაზეა მორგებული. უახლესი ტექნიკა, აპარატურა, ინფრასტრუქტურა, მასშტაბური სტუდიები, პავილიონები, დახვეწილი ინტერიერი და ექსტერიერი – მულტიფუნქციური სივრცე და საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი შენობა ინოვაციური და მასშტაბური იდეების და პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენობა კომპანია „თბილქალაქპროექტის“ მიერ არის დაპროექტებული, დიზაინი კი მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით შეირჩა.

რეალობად ქცეული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტი, საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართულ მედია ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცევს. უპრეცედენტო მასშტაბის პავილიონები კი  საშულებას იძლევა მაუწყებელმა უნიკალური მედია პროდუქტი აწარმოოს, მათ შორის  გადაიღოს ახალი ფილმები. დღეიდან გადაცემები, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მეგა პროექტები და რა თქმა უნდა ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვება  „მოამბე“ სწორედ საქართველოს პირველი არხის ახალი შენობიდან გადის ეთერში.

ისტორია, რომელიც ტელეხედვის სტუდიის და კოსტავას 68-ის შემდეგ უკვე პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში გრძელდება, – მარიკა შალიკაშვილი მოგვიყვება ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალ შენობაზე.