პირველი არხის ახალი ისტორია
მასშტაბური პროექტი და განვითარების ახალი ეტაპი – საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის გამორჩეული აღმოჩნდა 2025 წელი.
ხუთწლიანი სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 24 მარტს პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა. პოლიტკოვსკაიას №31-ში განთავსებული ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და დაგეგმარების კორპუსები მასშტაბურ პავილიონებსა და სტუდიებს აერთიანებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას წინ ახალი ტერიტორიის მოძიების, შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზების და მულტიმედიური სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული რთული საინჟინრო-ტექნოლოგიური საკითხების გადაწყვეტის პროცესი უძღოდა. გზა 2018 წლიდან 2025 წლამდე მარტივი არ ყოფილა – ახალი შენობის შექმნის ისტორიაა ასახული ფილმში სახელწოდებით „მაუწყებლობის 100 წელი,“ რომელიც დღეს პირველი არხის კინოდარბაზში აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ირაკლი გოქაძეა. ტელევიზიის 69-ე დაბადების დღე კიდევ ერთი მოვლენით აღინიშნა: საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ხიდი, რომელიც ტელევიზიის ორ კორპუსს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორ აჯამებს ტელევიზია მიმდინარე წელს და რა გეგმებით და პროექტებით ხვდება 2026 წელს.