პირველი არხის ახალი გადაცემა

საქართველოს პირველი არხი ახალ შემეცნებით-გასართობ გადაცემას იწყებს.

გადაცემა სახელწოდებით, „ამ შაბათ-კვირას“ ეთერში გავა უქმეებზე 12:20-დან 14:00 საათამდე. გადაცემის წამყვანები იქნებიან ლიზა ბაგრატიონი, ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე. მაყურებელს ელოდება საინტერესო რუბრიკები, მათ შორის ინტერიერი, ადამიანები ისტორიიდან, „ო ორი“ და სხვა.

„ამ შაბათ-კვირას“ ახალი სატელევიზიო პლატფორმაა, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაიხსენოს ნოსტალგიური ამბები და პერსონები, გაიგოს საინტერესო ისტორიები და ისწავლოს სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებული მარტივი ხრიკები. ყოველ კვირას ასევე ნახავთ რუბრიკას რომელიც, მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს ახლოდან დაინახოს თბილისური სახლების უნიკალური ინტერიერი, ძველის და ახლის საინტერესო შერწყმა და გაიცნოს ამ სახლების მფლობელები, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირას ჩვენი მაყურებლის მასპინძლები გახდებიან.