„პირველი არხი - სცენა“ 

ახალი პროექტი პირველ არხზე.

პანდემიის გამო დაზარალებული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი ტელევიზია საშუალებას აძლევს, ონლაინ პლატფორმით აუდიტორიას ეკონტაქტონ. ეს არის 1tvscena.ge – პირველი არხის ვებ-გვერდზე ყველა საშემსრულებლო ხელოვნება ერთად მოიყრის თავს. სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთები ონლაინ გაიყიდება, შემოსული თანხა კი ხელოვანებს გადაერიცხებათ.