პირველი არხი აცხადებს სიმღერის კონკურსს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად

პირველი არხი აცხადებს სიმღერის კონკურსს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წელს საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი წარადგენს. კომპოზიტორებმა სიმღერა სპეციალურად ამ შემსრულებლისთვის უნდა დაწერონ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა (აუდიოჩანაწერი), ავტობიოგრაფია (მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და ფოტოსურათი.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

განაცხადები მიიღება – პირველ სექტემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე [email protected]

საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთექვსმეტე კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუ მინსკში 25 ნოემბერს ჩატარდება.