პირველი არხი რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს

პირველი არხი უერთდება რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა, 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. რადიოს მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია – დიალოგი, ტოლერანტობა, მშვიდობა!

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო. საქართველოს რადიოს ეთერში მაყურებელი სხვადასხვა გადაცემაში მოისმენს რადიოს მსოფლიო დღესთან და ზოგადად, რადიოსთან დაკავშირებულ საინტერესო თემებს.