პირველი არხი myvideo.ge-ის წინააღმდეგ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია myvideo.ge-ის წერილობით აფრთხილებს.

ინტერნეტპორტალს დროებით პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაევალა. გაფრთხილება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციას უკავშირდება, რომლის ჩვენება საქართველოში მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია.

myvideo.ge-ის წარმომადგენლები კანონდარღვევას ვერ ხედავენ, კომისიის და მაუწყებლის პოზიციას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ტელესიგნალის რეტრანსლირებას ახორციელებენ.

არ არის გამორიცხული, საკითხის განხილვამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს.