პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს
15 სექტემბრიდან პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს. ეთერში ბრუნდება ის პროექტები, რომელსაც ჩვენი მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელოდება, საეთერო ბადე ასევე დაიტვირთება ახალი გადაცემებით, დოკუმენტური ფილმებით, სერიალებითა და საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი პროექტებით.
რა ელოდება ჩვენს მაყურებელს ორშაბათიდან პირველ არხზე, ამის შესახებ დეტალურად მარიკა შალიკაშვილი მოგიყვებათ.