პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება.
ფურცელზე გაწერილი გეგმა უკვე არსებობს. პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმის დაწყებაა დაანონსებული. რეფორმის პროექტი პოლიკლინიკებსა და ამბულატორიების ფინანსურ წახალისებას, გაწერილი გეგმის შესრულების შემთხვევაში ანაზღაურების და შემოსავლების მატებას, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადამზადებას გულისხმობს. შემუშავებულია კრიტერიუმები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა და პერსონალმა უნდა დააკმაყოფილონ. პირველადი ჯანდაცვა წლების განმავლობაში სამედიცინო სფეროს ყველაზე სუსტ რგოლად იყო მიჩნეული, მისი რეფორმირება უკვე წლებია, ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
მარიამ აფციაური დაინტერესდა, როგორია გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეფორმის გარშემო.