პირველ არხზე „საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება

პირველ არხზე მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება. პროექტი დღეიდან, ყოველ შაბათს, საღამოს 22:00 საათზე გავა ეთერში.  ეს პროექტი თავისი სტრუქტურით, ფორმულითა და მიზნით ყველაზე სახალხოა. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ჟიური აქ არ იღებს მთავარ გადაწყვეტილებას. ჟიურის აქვს უფლება, ახსნას და შეაფასოს კონკურსანტის შესაძლებლობები. გადამწყვეტი ხმა აქვს მხოლოდ ხალხს.

პირველად საქართველოში – ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება თქვენი ფეისბუქ-მესენჯერის საშუალებით – სრულიად უფასოდ. ეს იქნება აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევანი. პირველმა არხმა და „საქართველოს ვარსკვლავმა“ უარი თქვა კომერციულ ინტერესებზე მთავარი მიზნის გამო. რჩეულთა შორის საუკეთესო – „საქართველოს ვარსკვლავისგამარჯვებული ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გაემგზავრება.

მეგაპროექტის წამყვანები რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი იქნებიან. შოუს დაწყებამდე პროექტის მონაწილეების პერფორმანსი მიმდინარეობს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც “მოამბის” ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი იმყოფება და სწორედ მისგან გავიგებთ დეტალებს პროექტის შესახებ.

 

დატოვე კომენტარი