პირუტყვის დახოცვის შემთხვევები შიდა ქართლში

ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა.

მინდორში საბალახოდ გაშვებულმა 23-მა სულმა პირუტყვმა მოულოდნელად დაცემა დაიწყო. მეპატრონეებს ცხრა მათგანის დაკვლა ადგილზევე მოუწია, დანარჩენების გადარჩენა კი შეძლეს. დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დამარხეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს, ამიტომ მინდვრის შესწავლას ითხოვენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ნახირს საბალახოდ გაუშვებენ. დაზარალებული რვა მოსახლე კომპენსაციას ითხოვს, რადგან ისინი ძირითადად რძის ნაწარმის გაყიდვით ირჩენენ თავს. დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები სავარაუდოდ ორ დღეში გახდება ცნობილი. პირუტყვის დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.