პიროტექნიკით დაშავებულები

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, გასულ ღამეს ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ხუთი შემთხვევა თბილისში მოხდა, ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა და არც ერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი ბავშვი იყო. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.