პირობები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ასახელებს პირობებს, რომლებიც აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის უნდა შეასრულოს. როგორც „სიენენი“ წერს, ვაშინგტონისთვის წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა, მოიცავს აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში საზღვაო ბლოკადის მოხსნას, საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანასა და ომის სამუდამოდ დასრულებას. ირანის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ აშშ-მა არ დაიცვა ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის დადგენილი პრინციპები, რასაც თეირანმა ცეცხლით უპასუხა.