2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 271 მილიონი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 47.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ინვესტორი ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო, უძრავი ქონებისა და კომუნიკაციის სექტორებში ჩაიდო.