პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს გაიზარდა. ის  20.6 %-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4%-ით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე. 2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან შემოვიდა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა, მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი, ხოლო შემდეგ მშენებლობა მოდის.