პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქსტატის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს განმარტებების კეთება უწევს.

ბოლო მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით თითქმის 54 პროცენტით შემცირდა. საქსტატი ახალ ციფრებს მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის დასრულებით, სასესხო დავალიანების დაფარვით და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებით ხსნის თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის და ექსპერტთა ნაწილისთვის მიზეზები არადამაჯერებელია.

სახელდება კიდევ ერთი მიზეზი – ანაკლიის პორტი, რაც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც არ უარყო.