პირდაპირი ფრენები შანხაიში – მოგზაურობა კონტრასტების სამყაროში
ქართულ ავიაბაზარზე მესამე ჩინური ავიაკომპანია შემოდის.
თბილისსა და შანხაის შორის ხვალიდან პირდაპირი ფრენები იწყება. რეისებს კვირაში სამჯერ კომპანია „ჩაინა ისთერნ ეარლაინს“ შეასრულებს. ავიარეისების გახშირება ქვეყანაში დამატებით ტურისტულ ნაკადებს მოიზიდავს. მითუმეტეს, რომ საქართველოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აკავშირებს. საქართველოდან ტურისტების მზარდ რაოდენობას ელოდებიან შანხაიშიც – იქ, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. არაერთი ღირსშესანიშნაობით, თანამედროვე და ძველი უბნებით და ისტორიული ნაგებობებით სავსე და უძველესი ისტორიის მქონე ქალაქი ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.
„მოამბე” შანხაიშია – ნახეთ ნათია ქენქაძის რეპორტაჟი აზიის ნიუ იორკად წოდებული ქალაქიდან.