პირდაპირი ფრენები ანკარის მიმართულებით
კიდევ ერთი რეგულარული ავიარეისი საქართველოდან – თურქეთის მიმართულებით.
„თურქიშ ეარლაინსის“ შვილობილმა კომპანია „აჯეტმა“ ანკარა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენა დაიწყო. საინაუგურაციო რეისს საქართველოში ავიაკომპანიის დირექტორი ჩამოჰყვა. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოლოდინია, რომ ახალი ავიარეისი საქართველო-თურქეთს შორის ტურისტულ სექტორში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.