პირადობის მოწმობების საქმე

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას გარდაცვლილი მოქალაქეების პირადობების მოწმობებთან დაკავშირებით ცრუ მოწმის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრიფინგი დღეს ლევან ხაბეიშვილმა და ლანჩხუთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კახა ასკურავამ გამართეს.

მათი თქმით, მოწმის, ნუგზარ ცინცაძის განცხადება, თითქოს პირადობის მოწმობები ნეკროლოგებთან დაკავშირებით სჭირდებოდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, ცინცაძე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ბრიფინგზე კადრებიც წარმოადგინეს, სადაც მათი თქმით, ლანჩხუთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე ნუგზარ ცინცაძის თავდასხმაა ასახული.