პია კაუმას განცხადება საქართველოში გადადებულ ვიზიტსა და არჩევნებზე, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ინტერვიუ, „რადიო თავისუფლებამ“ ჩაწერა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, – აღნიშნა კაუმამ. კითხვაზე – „იყო თუ არა ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი, რომელიც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ჩაატაროს?“ – პია კაუმამ უპასუხა, რომ ეუთო „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინს არ იყენებს, არამედ აფასებს, იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული და ჰქონდა თუ არა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაეტარებინა კამპანია.
მისივე თქმით, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ მიზეზით, რომ შეხვედრებზე უარი ოპოზიციისგან მიიღო. დაძაბულ ვითარებაში ჩვენი ვიზიტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა შედეგიანი, თუ ყველა მნიშვნელოვან მხარეს შევხვდებოდით“, – განაცხადა კაუმამ.