პია კაუმას გადადებული ვიზიტი - გამოხმაურება

პია კაუმას ვიზიტის გადადების საკითხი შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში 8-10 იანვრისთვის დაგეგმილი ვიზიტის გადადების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – განაცხადა პია კაუმამ.