პეტრო პოროშენკომ დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
- პეტრო პოროშენკომ დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის სარდლობა შეიარაღებული ძალების ხელში გადადის.
- სომხეთის ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც ქვეყანაში სერჟ სარგსიანის 10-წლიანი მმართველობა დაასრულა, ახლა პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია. თუმცა მმართველი გუნდის კანდიდატის მოხსნის და რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგაც, ნიკოლ ფაშინიანს ისევ არ აქვს საბოლოო პასუხი კითხვაზე, ექნება თუ არა პარლამენტში დაგეგმილ ხვალინდელ არჩევნებზე მმართველი პარტიისგან საკმარისი მხარდაჭერა.
- მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანმა საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ დაბლოკვა გააპროტესტა.
- ორი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში. ათობით გარდაცვლილიდა დაშავებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.