პოროშენკო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს არ შეხვდა
  • პეტრო პოროშენკო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს არ შეხვდა;
  • კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მანამდე კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, შტატს სტიქიასთან საბრძოლველად ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა. კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 200-მდე ადამიანზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის შედეგად 44 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა;
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე 400 რაკეტა გაუშვა. საპასუხოდ, ღაზას სექტორში ათობით ობიექტი დაიბომბა.