პეტრე-პავლობა – პატრიარქის ქადაგება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საზეიმო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავლაბარში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და მოციქულების მოღვაწეობა გაიხსენა. პატრიარქის თქმით, მოციქული პეტრეს მსგავსად, ქრისტიანი ყოველთვის უნდა მიემართებოდეს ქრისტესკენ და დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთი მას ყოველთვის დაეხმარება. მოციქულ პავლეს სწავლების მაგალითზე კი, შიო მესამემ ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღეს მორწმუნეებისთვის პეტრე-პავლობის დაახლოებით ერთთვიანი მარხვა დასრულდა.