პეტრე ოცხელისადმი მიძღვნილი გამოფენა

16:19, 12.08.2022

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ინიციატივით, დადიანების სასახლეში პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

პეტრე ოცხელის გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლის 100-ზე მეტი ექსპონატი. დიდი ქართველი მოდერნისტი მხატვრის გამოფენა ზუგდიდსა და ქუთაისში პირველად ეწყობა. მანამდე პეტრე ოცხელის კოლექცია მხოლოდ თბილისისა და ევროპის რამდენიმე მუზეუმში იყო გამოფენილი.

მსგავსი