პეტრე ოცხელის გამოფენა დადიანების სასახლეში

ქართველი მოდერნისტი და ავანგარდისტი მხატვარი, რომელმაც სცენოგრაფიაში ახალი ხედვა შემოიტანა.

პეტრე ოცხელის უნიკალური კოლექცია ისტორიაში პირველად საქართველოს რეგიონებში იქნება წარმოდგენილი. 100-ზე მეტი ექსპონატი, – მათ შორის დეკორაციები, ესკიზები, ტილოზე ნამუშევრები და ავტოპორტრეტები, – 12 აგვისტოდან ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლეში გამოიფინება. მოგვიანებით კი ოცხელის შემოქმედებას ქუთაისში გაეცნობიან.