პეტრე ცისკარიშვილის განცხადება

არჩევნების მეორე ტურში რეგიონების უმრავლესობაში ოპოზიციის გამარჯვებას ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში სტუმრობისას აკეთებენ. ცისკარიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მოსახლეობას საკუთარ გეგმებზე უნდა ესაუბრებოდეს.