პეტრას ციხის რეაბილიტაცია

ქობულეთში პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნა.

ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2018 წელს დაიწყო. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ორი საექსპოზიციო ნაგებობა, კინო საპროექციო. ოთხ ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და ექვსი ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისთვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი და ავტობუსების სადგომი.

რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან ორი მლნ ლარი დაიხარჯა.