პეტრ პაველს ჩეხეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს სალომე ზურაბიშვილი

ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხმათა 57.6%-ით ყოფილმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა კი დამარცხება აღიარა. პეტრ პაველი მილოშ ზემანს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მარტში ეწურება. პეტრ პაველს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „გილოცავთ გენერალო პაველ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას და ველი თქვენთან თანამშრომლობას საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ საერთო ევროპულ ფასეულობებზე“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.