პეტიცია ფემიციდის შესახებ

საქართველოს პარლამენტი „ქალთა მოძრაობის“ მიერ წარდგენილ პეტიციას განიხილავს.

დოკუმენტი გენდერული ნიშნით მკლელობისათვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. საკითხის განხილვის დაწყებას დღეს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. პეტიციას ხელს 1000 პირზე მეტი აწერს. მისი ავტორები მიუთითებენ, რომ „ფემიციდის’“ აკრძალვის მიზნით, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილებები სპეციალური მუხლის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოების სახით. ავტორთა მოსაზრებით, ფემიციდისათვის სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს 13-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრებაზე მუშაობა დაწყებული აქვს საქართველოს მთავრობასაც.