საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჩეხეთის პრეზიდენტი.
„ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა“, – აცხადებს პეტრ პაველი. მისი თქმით, ის აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ევროპული ოცნების დათმობაზე. „მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ“, – წერს ჩეხეთის პრეზიდენტი