პეტერ ფიშერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

15:11, 30.06.2026

პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნული საკითხი შეაფასეს მმართველ გუნდში. „პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია, იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი