პეტერ ფიშერი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეეხო 21 ნოემბერს საქართველო-ევროკავშირის ჩაშლილ მოლაპარაკებებს. მან პირველად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შს მინისტრის მოადგილის გამო ჩაიშალა, რომელიც ბალტიის ქვეყნებს ჰყავთ დასანქცირებული. „იცით, რომ 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი იყო დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რომელმაც უკვე ჩაიარა და საქართველოს სურდა ისეთი ვიღაცის ჩართვა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. და იმის გამო, რომ დაჟინებით სურდათ მისი მონაწილეობა, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეხვედრის გაუქმება. ეს იგივეა, რაც ჭაჭა მიგეტანა ანონიმი ალკოჰოლიკების ჯგუფის შეკრებაზე. ეს არ არის პროფესიონალური სტანდარტი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
განცხადებას მმართველი გუნდი გამოეხმაურა.