პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩის განცხადებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს“. პეტერ ფიშერმა განაცხადა: „სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“, რაზეც შალვა პაპუაშვილი პასუხობს. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს. ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.