საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკავშირის შესაძლო გაფართოებაზე და საქართველოს საკითხზე სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს. მისი განცხადებით, მილიარდ რვაას მილიონ ევრომდე მზადდება მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“. პიტერ ფიშერი ხაზს უსვამს, რომ „ამ შეშფოთებას“ არ იზიარებს.