პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ავთო მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მუშაობა მხატვართან ერთად, 2022 წელს დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელოვანი გამოფენის გახსნას ვერ მოესწრო. მხატვარს მოღვაწეობის მანძილზე არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა. საქართველოს ეროვნულ გალერეაში 2004 წელს მოეწყო მისი პერსონალური ექსპოზიცია. ავთო მოსიაშვილის ნამუშევრები გამოფენილია საფრანგეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, იტალიასა და ბრიტანეთში და დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სხვა ფონდებში.