პერსონალური გამოფენა

გიორგი პაპკიაურის პერსონალურ გამოფენას „იარტ გალერი“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სახელწოდებით blue note, წარმოდგენილია 40-ზე მეტი ნამუშევარი. მხატვრის თქმით, ტილოზე გადმოაქვს არსებული რეალობა, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. აღსანიშნავია, რომ მხატვარი თავისი ნამუშევრებით სხვადასხვა სოციალურ პრობლემას ეხმიანება. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 6 ნოემბრის ჩათვლით დარჩება.