აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის პერსონალური გამოფენა

სიღნაღის მუზეუმი აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „სარა ბარა ბზია ბზბოიტ – მე შენ მიყვარხარ“ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს გაიხსნა.

ახალგაზრდა მხატვარს აბსტრაქტული ჟანრის 30 ფერწერული ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი, მათი შექმნის კონცეფცია სიყვარულის თემას ეფუძნება. მხატვრის თქმით, აღნიშნული გამოფენა ასევე ეხმიანება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს. პირველ დამთვალიერებელს და სკოლის ასაკის ბავშვებს ხელოვანმა მასტერკლასიც ჩაუტარა. საქართველოს კულტურის სამინისტროს, ასევე, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენა 31 ივლისამდე გაგრძელდება.