პერსონალური გამოფენა

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ნიკა ხაბელაშვილის მეორე პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა „ბინა ნომერმა ორმა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ნამუშევარი. გამოფენა აერთიანებდა მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებსა და კოლაჟებს. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 28 მარტის ჩათვლით დარჩება.

 

დატოვე კომენტარი