პერსონალური გამოფენა
„იარტ გალერეა“ ქართველი ხელოვანის, გიორგი ბეციაშვილის გამოფენას – „სინათლე სიბნელეში – ფლუორესცენტული სამყარო“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ფლუორესცენტული ნამუშევრები, რომლებიც ულტრაიისფერი განათების ქვეშ სრულიად განსხვავებულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. ნამუშევრებში გამოყენებულია მკვეთრი, ნეონური ფერები, ლურჯი, მწვანე, წითელი და ვარდისფერი რომლებიც სიბნელეში ანათებენ და ქმნიან დინამიკურ, ენერგიულ კომპოზიციებს. დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა 21 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.