„სტუდიო არტ“ გალერეა როლანდ დუმბაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. „იქ, სადაც სიყვარულია…“ – ასე ჰქვია გამოფენას, სადაც წარმოდგენილია 2008 წლიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები, როგორც მხატვრის პირადი, ისე კერძო კოლექციებიდან. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.