პერსონალური ასისტენტები შშმ პირებისთვის
ზრდასრული შშმ პირებისთვის ორი წლის წინ დაწყებული პროექტი ფართოვდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაწყებული პროგრამის ფარგლებში ყოველდღიური დამხმარეები გადაამზადეს. საუბარია 1000-მდე პირზე, რომლებიც შშმ პირებს საათობრივად ემსახურებიან. გათვალისწინებულია საოჯახო პირობებში, ასევე სახლიდან გასვლის შემდეგ გადაადგილებაში დახმარება. ასისტენტების პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.