პერფორმანსი უზენაესი სასამართლოს შენობასთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ და ახალგაზრდული მოძრაობის, „ჩვენი ხმა“ წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანეს და სამგლოვიარო მელოდია შეასრულეს. მათ აღნიშნული პერფორმანსით მოსამართლეების უვადოდ არჩევა გააპროტესტეს და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს. მათი განცხადებით, გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოძებნიან. დოლიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ის უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს და მათთან უახლოეს მომავალში შეხვედრასაც გამართავს.