„პეპლების იძულებითი მიგრაცია“ - ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმი

ნანა ჯორჯაძე ახალ ფილმს იღებს. „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ ეკრანებზე სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა. ეს იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი დაუფასებელ შემოქმედებაზე და ერთი თაობის მიერ გადარჩენის გზების ძიებაზე, სადაც ერთ წელიწადში მომხდარი მოვლენებია აღწერილი.

ფილმი გაგვაცნობს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქართველებს, რომელთა ნაწილიც, როგორც რეჟისორი ამბობს, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. პანდემიის  მიუხედავად შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე მუშაობას არ წყვეტს. „პეპლების იძულებით მიგრაციას“ მაყურებელი სავარაუდოდ 2021 წელს იხილავს.