პენტაგონმა ახალი ბირთვული დოქტრინა წარადგინა - ვაშინგტონი რუსეთიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეებზე მსჯელობს

ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ბირთვულ საშიშროებაზე მსოფლიო პოლიტიკაში სულ უფრო იშვიათად საუბრობდნენ. ყველაზე საშიში იარაღი დროებით წარსულს ჩაბარდა, თუმცა, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რომლის წინაშეც გლობალური პოლიტიკა აღმოჩნდა, ისევ მსჯელობენ.

ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და რუსეთი – ეს ის ოთხი ქვეყანაა, რომელთაც პენტაგონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოტენციურ დამრღვევებად განიხილავენ. მოსკოვმა რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონი პროვოკაციაში დაადანაშაულა. თუმცა, აშშ-ის ახალ ბირთვულ დოქტრინაში არგუმენტირებულად წერია, რომ რუსეთი ბირთვულ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობს და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ თავსატეხად იქცევა.