პენტაგონის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

გადაწყვეტილება, რომელმაც ამერიკის გარდა რეზონანსი სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია.

დონალდ ტრამპთან უთანხმოების გამო თავდაცვის მდივანი თანამდეობობიდან გადადგა. კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი ტრამპის საგარეო კურსი იყო. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ წერილით, რომელიც ჯეიმს მეტისმა დატოვა. წერილში პენტაგონის ყოფილი შეფი თეთრი სახლის ლიდერს პარტნიორების და მტრების მიმართ დამოკიდებულებას საჯაროდ უწუნებს.

მეტისის წასვლის გამო კონგრესმენები ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე ალაპარაკდნენ.